Tatis Deutschecke
ბლოგი · ყოველდღიურობა

Small Talk სალაროსთან, ლიფტში, მეზობელთან

Na, alles klar?

ბევრ ქართველს გერმანელები თავიდან ცივები ეჩვენება: არანაირი კითხვა ლიფტში, არანაირი საუბარი სალაროსთან. ეს მხოლოდ ნახევრად მართალია. გერმანელები უცხოებთან ნაკლებს ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკობენ - სწორ თემებზე, სწორი ხანგრძლივობით. Small Talk გერმანულად მოკლეა, მეგობრულია და მთავრდება, სანამ პირადი გახდება.

სამი თემა, რომელიც ყოველთვის მუშაობს

  • ამინდი. ბანალურად ჟღერს, მაგრამ გერმანიაში ყველაზე უსაფრთხო დასაწყისია. „Schön heute, oder?“ - „Endlich mal Sonne.“ - „Ganz schön kalt geworden.“
  • შაბათ-კვირა. ორშაბათს: „Und, wie war das Wochenende?“ პარასკევს: „Schon Pläne fürs Wochenende?“ პასუხი მოკლე რჩება: „Ganz ruhig, ein bisschen spazieren.“
  • ადგილი, სადაც ახლა ხართ. რიგი, ავტობუსი, ამინდი ოფისში. „Ganz schön voll heute.“ „Der Aufzug ist wieder langsam.“
ასე ვსწავლობთWie geht es Ihnen? Was machen Sie beruflich?
ასე ამბობენNa, alles klar? Ganz schön voll heute, oder?
უცნობს პროფესიას არ ეკითხები. ამინდი, რიგი, შაბათ-კვირა - ამ თემებზე შეგიძლია საუბარი.

თემები, რომლებიც არარის მისაღები თუ ადამიანს კარგად არ იცნობ.

ხელფასი, ქირა, რელიგია, პოლიტიკა, ავადმყოფობები, შვილების ყოლის სურვილი. „Wie alt bist du?“ და „Bist du verheiratet?“ - უმჯობესია ამ კითხვებისგან თავი შეიკავო , სანამ მეორე თავად მოყვება.

ათი წინადადება სადარბაზოსთვის

  1. Hallo! Schön, Sie zu sehen.
  2. Na, alles klar?
  3. Schönes Wetter heute, oder?
  4. Ganz schön kalt geworden.
  5. Und, wie war das Wochenende?
  6. Schon Pläne fürs Wochenende?
  7. Sind Sie neu hier im Haus?
  8. Wir wohnen im dritten Stock, falls Sie mal was brauchen.
  9. Ich muss los - schönen Tag noch!
  10. Bis dann!

როგორ დაასრულო საუბარი

„Ich muss los.“ „Ich lass Sie dann mal.“ „War schön, Sie zu sehen.“ მერე „Tschüss“ ან „Schönen Tag noch“ - და პირდაპირ შეგიძლია წასვლა. არა ოცი წუთი კიდევ საუბარი.

შენი დღევანდელი დავალება

დღეს მეზობელს ან მოლარეს ჩვეულებრივზე ერთი წინადადებით მეტი უთხარი. მხოლოდ ერთი: „Ganz schön voll heute, oder?“ პასუხს დაელოდე. ეს არის Small Talk. მეტი არაფერია.

თეგები: Kultur, Small Talk, Alltag