
ბინის დათვალიერება გერმანიაში პატარა გასაუბრებაა. ოცი ადამიანი ერთ ბინაზე, თითოეულს ხუთი წუთი - და მეპატრონე ხუთ კითხვას სვამს.
გერმანულ დიდ ქალაქებში დათვალიერებაზე ხშირად ოცი კანდიდატი მოდის. მეპატრონე წუთებში წყვეტს - და ყოველთვის იმავე ხუთ კითხვას სვამს. ვისაც პასუხები მომზადებული აქვს, ბინას უფრო ხშირად იღებს.
ხუთი კითხვა
- „Was machen Sie beruflich?“ - მოკლედ და კონკრეტულად: „Ich bin Pflegefachkraft im Klinikum Nord, unbefristet.“ სიტყვა „unbefristet“ (უვადო) ოქროა.
- „Wie hoch ist Ihr Nettoeinkommen?“ - რიცხვი დაასახელე. გერმანიაში ბინის ძებნისას ეს ნორმალურია. მეპატრონის წესი: ქირა მაქსიმუმ ნეტოს მესამედი.
- „Haben Sie Haustiere?“ - გულწრფელად უპასუხე. კატა და ძაღლი ხშირად პრობლემაა, თევზი - არასდროს.
- „Wie viele Personen ziehen ein?“ - ყველა დაასახელე, ბავშვებიც. ვისაც მერე „დავიწყებული“ თანამაცხოვრებლები ჰყავს, პრობლემა ექნება.
- „Ab wann könnten Sie einziehen?“ - „Sofort“ ან „zum Ersten“ - რაც უფრო მოქნილი ხარ, მით უკეთესი.
Schufa, Bürgschaft, Kaution - სიტყვები
- Schufa-Auskunft - ქაღალდი, რომელიც აჩვენებს, რომ ვალები არ გაქვს. ონლაინ შეუკვეთე, დღეები სჭირდება. უმჯობესია თუ თადარიგს დაიჭერ.
- Mietschuldenfreiheitsbescheinigung - ძველი მეპატრონისგან: დასტური, რომ ყოველთვის იხდიდი ქირას.
- Gehaltsnachweise - ბოლო სამი ხელფასის ამონაწერი.
- Kaution - თანხა როელსაც წინასწარ იხდი, ხშირად სამი Kaltmiete, ბინის დაცლისას უკან გიბრუნდება თანხა თუ რაიმე არ გააფუჭე ბინაში.
- Bürgschaft - ვიღაც შენს ნაცვლად არის პასუხისმგებელი, თუ შენი შემოსავალი არ კმარა.
- Kaltmiete / Warmmiete - კომუნალურის გარეშე / კომუნალურით (გათბობა, წყალი, ნაგავი).
წინადადება, რომლითაც ბინას იღებ
მეპატრონეები სიმშვიდეს და უსაფრთხოებას ეძებენ. უთხარი: „Ich arbeite unbefristet, bin Nichtraucherin, habe keine Haustiere und suche eine Wohnung für lange Zeit.“ ოთხი ფაქტი, ერთი წინადადება და სიაში სულ ზემოთ ხარ.
რისი კითხვა შეგიძლია
შენც გაქვს კითხვები - და მათი დასმა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს: „Wie hoch sind die Nebenkosten?“ „Ist die Küche dabei?“ „Wann wurde zuletzt renoviert?“ „Gibt es einen Keller?“ ვინც კითხულობს, სერიოზული ჩანს.
შენი დღევანდელი დავალება
დღესვე შეუკვეთე შენი Schufa-Auskunft და გააკეთე საქაღალდე: ხელფასის ამონაწერები, პირადობის ასლი, Schufa, ცნობა ძველი მეპატრონისგან. ვინც ამ საქაღალდეს დათვალიერებაზე გადასცემს, ოც კანდიდატს უსწრებს.
თეგები: Amt & Job, Wohnen, Mieten
Tatis 

