
„Ich gehe in Schule.“ „Ich habe Termin.“ „Wo ist Bahnhof?“ გაგებით კი გაგიგებენ, მაგრამ სრულყოფილ წინადადებამდე აქ რაღაც აკლია. ქართულ ენაში არტიკლი არ გვაქვს, თუმცა გერმანული ენა მის გამოყენებას აუცილებლად მოითხოვს.
რატომ არ შეიძლება არტიკლის გამოტოვება
„Der Mann sieht den Hund“ და „Den...“ ორი სხვადასხვა წინადადებაა და მხოლოდ არტიკლის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, ვინ ვის ხედავს.
Ein თუ der?
„Ein“ განუსაზღვრელი არტიკლია, მაგალითად: „Ich brauche einen Termin.“ „Der“ (განსაზღვრული) კი უკვე ნაცნობი, კონკრეტული რამისთვის გამოიყენება: „Der Termin ist um zehn.“ პირველად ხსენებისას ვიყენებთ ein-ს, ხოლო როდესაც თემა უკვე ნაცნობია - der-ს, ისევე როგორც ინგლისურში a/the.
დაბოლოებები, რომლებიც თითქმის ყოველთვის სწორია
სქესი ხშირად სიტყვის დაბოლოებით ამოიცნობა:
- die: -ung (die Wohnung), -heit/-keit (die Gesundheit), -schaft (die Freundschaft), -ion (die Information), უმეტესად -e-ზე დაბოლოებულებთან (die Straße, die Lampe)
- das: -chen და -lein (das Mädchen, das Brötchen), -um (das Zentrum), -ment (das Dokument)
- der: -er პირებთან და მოწყობილობებთან (der Lehrer, der Computer), -ling (der Frühling), დღეები, თვეები, წელიწადის დროები (der Montag, der Mai, der Winter)
არასოდეს ისწავლო სიტყვა არტიკლის გარეშე!
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: გერმანული სიტყვა არტიკლის გარეშე ნახევარი სიტყვაა. არა „Tisch“, არამედ „der Tisch“. არა „Wohnung“, არამედ „die Wohnung“.
შენი დღევანდელი დავალება
აიღე ათი ნივთი შენს ოთახში. თითოეული ხმამაღლა თქვი არტიკლით: der Tisch, die Lampe, das Fenster და ა.შ.
თეგები: Grammatik, Artikel, Fehler
Tatis 

