
გერმანულ ენაში ერთმანეთისგან განასხვავებენ წიგნის ენასა და ყოველდღიურ, უშუალო სასაუბრო მეტყველებას.
წიგნებში ხშირად ვსწავლობთ ფრაზებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - ისინი სწორი და გამართული გერმანულია. თუმცა ყოველდღიურობაში გერმანელები ბევრად უფრო თავისუფლად და მარტივად საუბრობენ.
1. რესტორანში
ორი სიტყვა საკმარისია. მნიშვნელოვანია „bitte“ - უამისოდ ბრძანებასავით ჟღერს. ვისაც ცალ-ცალკე გადახდა უნდა: „Getrennt, bitte.“ ვინც ყველაფერს იხდის: „Zusammen, bitte.“
2. როცა გცივა
„Ich habe kalt“ გერმანულში არ ითქმის. როცა გვინდა აღვწეროთ საკუთარი შეგრძნებები, ვამბობთ „mir ist“: „Mir ist kalt“ (მცივა), „Mir ist warm“ (მცხელა), „Mir ist schlecht“ (ცუდად ვარ), „Mir ist langweilig“ (მოწყენილი ვარ). დაიმახსოვრე: ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, გერმანულში mir ist-ით გამოიხატება.
3. მეგობრებთან
4. საცხობში
5. ტელეფონზე
მოკლე პასუხი უზრდელობა არ არის, პირიქით: მოკლე პასუხი + „bitte“ - სწორედ ასე საუბრობენ გერმანელები.
შენი დღევანდელი დავალება
აიღე ხუთიდან ერთი წინადადება და დღეს ერთხელ გამოიყენე. ხვალ - შემდეგი. ერთ კვირაში სხვანაირად ილაპარაკებ - არა უკეთესად, არამედ უფრო ბუნებრივად.
თეგები: Restaurant, Höflichkeit, Lehrbuch vs. echt
Tatis 

