
ქართველი მასპინძელი პირდაპირ „არა“-ს არასდროს ამბობს. ის ამბობს „იქნებ“, „ვნახოთ“, „რთულია“ - და ორივემ იცის, რას ნიშნავს. გერმანელი ამბობს: „Nein, das passt mir nicht.“ და ზუსტად ამას გულისხმობს, გაბრაზების ან ქვეტექსტის გარეშე. ვინც ეს არ იცის, გერმანიაში თავს სულ უარყოფილად გრძნობს, ვინც იცის - ყველაფერი მარტივდება.
პირდაპირობა პატივისცემაა
გერმანელებისთვის ნათელი „არა“ თავაზიანობის ფორმაა: შენს დროს არ ვკარგავ და გამოცნობას არ გაძალებ. „Nein, am Samstag kann ich nicht“ შენზე უარი კი არა, ინფორმაციაა შაბათზე. ეს არარის - არც შეურაცხყოფა, არც წყენა. ორშაბათს ყველაფერი იქიდან გრძელდება სადაც დასრულდა, კონფლიქტის გარეშე.
„Das passt mir nicht“ ნორმალურია
წინადადებები, რომლებიც ქართული ყურისთვის მკაცრად ჟღერს, გერმანულისთვის კი სავსებით ჩვეულებრივია:
- „Das passt mir nicht.“ - დრო არ მაქვს ან არ მინდა, ორივე ნებადართულია
- „Da bin ich anderer Meinung.“ - შეხვედრაზე, კამათის გარეშე
- „Das sehe ich anders.“ - იგივე, ცოტა უფრო რბილად
- „Nein danke, ich möchte nicht.“ - საჭმელზე, შეთავაზებაზე, ყველგან
- „Das ist nicht mein Job.“ - თავდაცვა კი არა, პასუხისმგებლობის საკითხი
როგორ თქვა „არა“ ისე, რომ ცივად არ ჩანდე
გერმანულ „არა“-ს სამი ნაწილი სჭირდება: არა, მოკლე მიზეზი, ალტერნატივა. „Samstag kann ich leider nicht, da habe ich schon etwas vor. Wie wäre Sonntag?“ ეს არის ფორმულა.
განსხვავება უზრდელსა და პირდაპირს შორის
უზრდელობა გერმანიაში არის: დაგვიანება, პასუხის არგაცემა, დადებული „კი“-ს არშესრულება. პირდაპირობა არის: იმის თქმა, რაც არის. პირველი ნდობას გაკარგვინებს, მეორე - პირიქით, გმატებს.
შენი დღევანდელი დავალება
ამ კვირაში ერთხელ თქვი „არა“, როცა „არა“-ს გულისხმობ. მიზეზით და ალტერნატივით. დააკვირდი, რა მოხდება: არაფერი. ზუსტად ეს არის მთავარი.
თეგები: Kultur, Höflichkeit, Direktheit
Tatis 

