ინფო
როგორი იქნება აკადემია
აკადემია მალე გაიხსნება. აი, როგორ იმუშავებს: რამდენი დრო დაგჭირდება, როგორი იქნება ლაივ-შეხვედრები და რა მოხდება, თუ ერთი კვირა დრო არ გექნება.
აკადემია მალე გაიხსნება. აქ წერია, როგორ იმუშავებს. თუ მოლოდინის სიაში ხარ, პირველი შენ გაიგებ, როდის დაიწყება.
ოთხი ნაბიჯი
- აირჩიე დონე. გაიარე მოკლე ტესტი დონის დასადგენად (10 წუთი) ან დაიწყე პირდაპირ A1-იდან. ყველაფერი ქართულად არის ახსნილი.
- ყოველ კვირას ახალი ვიდეოები. ორშაბათობით იხსნება 3-დან 5-მდე გაკვეთილი, თითოეული 5-10 წუთიანია. უყურებ, როცა გინდა.
- გაიმეორე ხმამაღლა. ყოველი გაკვეთილი მთავრდება სალაპარაკო სავარჯიშოთი და ერთი წინადადებით, რომელსაც დღესვე გამოიყენებ.
- C2-მდე. დონე დაასრულე? შემდეგი თავისით იწყება და ასე ბოლომდე.
რამდენი დრო მჭირდება?
დაახლოებით 30 წუთი თითო გაკვეთილზე, გამეორების ჩათვლით. კვირაში 3 გაკვეთილი სულ რაღაც 1,5 საათია - ერთ სერიალზე ნაკლები.
რა მოხდება, თუ ერთ კვირას გამოვტოვებ?
არაფერი დაგეკარგება. ვიდეოები ხელმისაწვდომი რჩება და იქიდან გააგრძელებ, სადაც გაჩერდი.
გვექნება ლაივ-შეხვედრები?
თვეში ერთხელ - ლაივ კითხვა-პასუხი თათისთან ტელეგრამში. კითხვები წინასწარ გამოგვიგზავნე, ჩანაწერის ნახვას კი შემდეგ ყველა მონაწილე შეძლებს.
დონის გამოტოვებაც შეგიძლია. ტესტი მხოლოდ გირჩევს დონეს, გადაწყვეტილებას კი შენ იღებ.
Tatis