
სკოლიდან მოტანილ ფურცელზე ინფორმაცია. სამი აბზაცი, ხუთი გრძელი სიტყვა, ბოლოში ხელმოწერის ადგილი. აი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
Elternbrief (წერილი მშობლებს) ყველაზე გავრცელებული ტექსტია გერმანიაში მცხოვრები ქართველი მშობლებისთვის. ის ჩანთაში გხვდება, აპლიკაციით ან ელფოსტით მოდის და ყოველთვის ერთი და იგივე ათი სიტყვა მეორდება.
ათი სიტყვა წერილიდან
- der Elternabend - კლასის ყველა მშობლის შეხვედრა, საღამოს, ბავშვების გარეშე. უნდა წახვიდე.
- der Elternsprechtag - ინდივიდუალური საუბარი მასწავლებელთან, 10-15 წუთი, დანიშნული დროით.
- die Entschuldigung - წერილი გაცდენის შესახებ, როცა ბავშვი სკოლაში ვერ მივიდა. სავალდებულოა, ერთი დღისთვისაც.
- der Ausflug / die Klassenfahrt - ერთდღიანი ექსკურსია / რამდენიმედღიანი მოგზაურობა. შენი ხელმოწერაა საჭირო.
- die Einverständniserklärung - ფორმა, რომლითაც რაღაცაზე თანხმობას აცხადებ.
- das Zeugnis - ნიშნები სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს.
- die Hausaufgaben - საშინაო დავალება.
- der Förderbedarf / die Förderung - დამატებითი მხარდაჭერა, რაიმე საგანში, საკითხში დახმარება
- die Betreuung / der Hort - მეთვალყურეობა გაკვეთილების შემდეგ "გახანგრძლივებული".
- die Abgabe bis - ვადა. ყოველთვის სადღაც წერია. მიაქციე აუცლებლად ყოველთვის ყურადღება.
გაცდენის წერილის დაწერა: შაბლონი
მოკლე, ოფიციალური, თარიღით და ხელმოწერით. მიზეზი არ არის საჭირო, „ავად იყო“ საკმარისია.
Sehr geehrte Frau Müller,
mein Sohn Giorgi Beridse konnte am 12.09. wegen Krankheit nicht am Unterricht teilnehmen. Bitte entschuldigen Sie sein Fehlen.
Mit freundlichen Grüßen
Tatia Beridse
მშობელთა დღეზე: სამი კითხვა მასწავლებელს
ათი წუთი გაქვს. იმის ლოდინის ნაცვლად, რას იტყვის მასწავლებელი, თავად დასვი სამი კითხვა:
- „Wie kommt Giorgi im Unterricht mit?“ - ზოგადი მდგომარეობა
- „Wo braucht er noch Unterstützung?“ - კონკრეტული სისუსტეები, დრამის გარეშე
- „Was können wir zu Hause machen?“ - კითხვა, რომელსაც მასწავლებლები ყველაზე მეტად აფასებენ
და ერთი წინადადება, რომელიც კარს აღებს: „Wenn etwas ist, schreiben Sie mir bitte direkt.“
რას ნიშნავს სინამდვილეში „Förderbedarf“
ამ სიტყვამ ბევრი ქართველი მშობელი შეიძლება შეაშინოს. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი პრობლემურია. ეს ნიშნავს, რომ სკოლა დამატებით საათებს სთავაზობს, ხშირად გერმანულს, როგორც მეორე ენას (DaZ). ეს დახმარებაა და არა სასჯელი.
შენი დღევანდელი დავალება
აიღე ბოლო წერილი სკოლიდან და მოძებნე ათი სიტყვა. გაცდენის წერილის შაბლონი ტელეფონში შეინახე. შემდეგ ჯერზე, როცა ბავშვს სიცხე ექნება, მხოლოდ თარიღი და სახელი უნდა შეცვალო.
თეგები: Für Eltern, Schule, Kita
Tatis 

